თიბისი აქტივების მართვა აქტივების მართვის წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც დივერსიფიცირებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს გთავაზობთ. ჩვენი შეთავაზებები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ: სტაბილური შემოსავალი (დივერსიფიცირებული რისკით) და დაცულობის მაღალი ხარისხი.
თიბისი აქტივების მართვა ფონდების ბაზარზე ერთ-ერთ პირველი მოთამაშე და საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) მიერ ლიცენზირებული სუბიექტია, რომელიც დღესდღეობით ბაზრის უპირობო ლიდერია. ჩვენს პოზიციას ამყარებს TBC ჯგუფი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ-ლისტინგში წარმოდგენილი წამყვანი ბანკია საქართველოდან. ჩვენი პროფესიონალების გუნდი აქტიურად იყენებს თიბისი ჯგუფის სიღრმისეულ გამოცდილებას კორპორატიული ფინანსებისა და კაპიტალის ბაზრის მიმართულებით.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია კორპორაციული მართვის სტანდარტები, შესაბამისად, მივყვებით რისკების მართვისა და შესაბამისობის ისეთ სისტემას, რომელიც ინვესტორებში მაღალი ნდობით სარგებლობს.
თიბისი აქტივების მართვის სამეთვალყურეო საბჭო აერთიანებს: ერთი მხრივ, გამოცდილ საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი წევრები, ხოლო, მეორე მხრივ, თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო, ასევე დაგროვილი კაპიტალის მართვის ხელმძღვანელს. საბჭოს წევრებს წამყვან ქართულ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვთ. გუნდის დონეზე კი ორგანიზაციას მართავენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებმაც სამუშაო გამოცდილება საქართველოს წამყვან ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დააგროვეს.
რატომ თიბისი აქტივების მართვა
უნიკალური პროდუქტის შეთავაზება: ჩვენი ექსკლუზიური საინვესტიციო შესაძლებლობები და გამოცდილება, რომელიც უკონკურენტოა საქართველოს ბაზარზე, ინვესტორებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მდგრადი შემოსავალი დივერსიფიცირებული რისკით და დაცულობის მაღალი ხარისხით.
ბაზრის წამყვანი მოთამაშე: ჩვენ ვართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული, ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი, აქტივების მმართველი კომპანია.
ძლიერი მხარდაჭერა: ჩვენ ვართ თიბისი ბანკის შვილობილი კომპანია, რომელიც, თავის მხრივ, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია წარმოდგენილი (FTSE 250).
გამოცდილება: ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებსაც ზურგს უმაგრებს თიბისი ჯგუფის 20+ წლიანი გამოცდილება კორპორატიული ფინანსებისა და კაპიტალის ბაზრის მიმართულებით.
