დაიწყეთ კომუნიკაცია: დაეკონტაქტეთ აქტივების მართვის გუნდს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე -  info@tbcamc.ge;

აირჩიეთ საინვესტიციო შესაძლებლობა: ჩვენი ექსპერტების დახმარებით შეარჩიეთ ფონდი ან პროდუქტი, რომელიც შეესაბამება თქვენს ფინანსურ მიზნებს;

გახსენით საბროკერო ანგარიში: მიიღეთ წვდომა TBC Capital-ის საბროკერო მომსახურებაზე, მათ შორის, ფონდების ერთეულების ჩათვლით;

დაიწყეთ ინვესტირება: წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ დაიწყეთ ინვესტირება, თქვენი ფინანსური მიზნების მისაღწევად;

აკონტროლეთ თქვენი ინვესტიციები: ჩვენი გუნდის მეშვეობით მიიღეთ თვის ფაქტობრივი შედეგები და ანგარიშები, რომელთა შემოწმება ვებგვერდზეც შეგიძლიათ. გარდა ამისა, მიიღეთ დეტალური ინფორმაცია არსებული ინვესტიციების შესახებ TBC Capital-ის პლატფორმების საშუალებით, მათ შორის, მობილური საბანკო აპლიკაციის ჩათვლით;

კითხვების შემთხვევაში ან შეხვედრის ჩასანიშნად დაუკავშირდით აქტივების მართვის გუნდს.

გახდი ინვესტორი დღეს

თიბისი კაპიტალი

გახსენით საბროკერო ანგარიში თიბისი კაპიტალში, რომელიც მოიცავს როგორც თვითმართვად ინსტრუმენტებს ონლაინ ვაჭრობისთვის, ასევე ბროკერის მიერ შესრულებულ სავაჭრო გადაწყვეტილებებს. TBC Capital-ი უზრუნველყოფს წვდომას 30,000-ზე მეტ აქციასა და 5,500 ETF-ზე, რომლებიც დალისტულია 60 საფონდო ბირჟაზე 20 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და ევროპის ყველა ბირჟაზე; საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომა შესაძლებელია თიბისი კაპიტალის (ჩვენი)მოწინავე ვებ და მობილური სავაჭრო პლატფორმის ან ბროკერის მეშვეობით.

cover7 (convert.io) (1)
GUR_6549

TBC Wealth Management

TBC Wealth Management მომხმარებელს სთავაზობს მათზე მორგებულ სერვისებს დაგროვილი კაპიტალის მართვისა და კერძო საბანკო გადაწყვეტილებების მიმართულებით საქართველოს მასშტაბით. TBC Wealth Management (ჩვენ) ფოკუსირდება მომხმარებლების (თქვენი) მიზნებსა და მათზე მორგებული სტრატეგიების შემუშავებაზე; ამასთან, ერთ პროდუქტში აერთიანებს ადგილობრივ ინვესტიციებს, გლობალურ შესაძლებლობებსა და უწყვეტ (24/7) დისტანციურ წვდომას სერვისებზე. გამოცდილი ბანკირების მეშვეობით, TBC Wealth Management (ჩვენ) მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს, მორგებულ გადაწყვეტილებებს და უნიკალურ ცხოვრების წესს ფინანსური მიზნების მისაღწევად.