cover

რა არის საინვესტიციო ფონდი და რა უპირატესობებს სთავაზობს ინვესტორებს

საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარებასთან ერთად უფრო მეტი ადამიანი იწყებს დანაზოგების განთავსებას ფასიან ქაღალდებსა და საინვესტიციო ფონდებში. თუმცა, დანაზოგების უმეტესი ნაწილი—71%—ჯერ ისევ საბანკო დეპოზიტებში ინახება. განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში სურათი განსხვავებულია: დანაზოგების დიდი ნაწილი საინვესტიციო ფონდებში, ფასიან ქაღალდებსა და საპენსიო/სადაზღვევო აქტივებშია განთავსებული, ხოლო დეპოზიტებზე მხოლოდ მცირე წილი მოდის. ბლოგიდან გაიგებთ რა არის საინვესტიციო ფონდი, როგორ მუშაობს და რატომ არის აღნიშნული მნიშვნელოვანი დივერსიფიკაციისა და ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით.

საინვესტიციო ფონდების მიმოხილვა: საქართველოს ბაზრის კონტექსტი

საინვესტიციო ფონდების ბაზარი საქართველოში აქტიურად ვითარდება, სადაც კერძო საკრედიტო და ფიქსირებული შემოსავლიანობის სტრატეგიები მნიშვნელოვანი მიმართულებები გახდა გლობალურ ტენდენციების შესაბამისად. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს თიბისი აქტივების მართვას, რომლის საკრედიტო ფონდებიინვესტორებს სთავაზობს დივერსიფიცირებულ და რისკთან შედარებით მაღალ ამონაგებს, გამოცდილ საკრედიტო სტანდარტებსა და ბაზრის სიღრმისეულ ადგილობრივ ცოდნაზე დაყრდნობით. საერთაშორისო ინვესტორების მზარდი ჩართულობა და მეორად ბაზარზე მაღალი აქტივობაც ნათლად აჩვენებს, რომ კარგად სტრუქტურირებული ალტერნატიული საინვესტიციო პროდუქტები სულ უფრო მეტი ნდობით სარგებლობს.

cover
ana

4-წლიანი გამოცდილება და $100 მილიონის პორტფელი

საქართველოში საინვესტიციო ფონდების მიმართ ინტერესი იზრდება – ფონდებს, როგორც თანხის დაბანდების ალტერანტიულ წყაროს, სულ უფრო მეტი ინვესტორი ირჩევს. სექტორის ზრდას მნიშვნელოვნად განაპირობებს ბაზრის უმსხვილესი მონაწილე – თიბისი აქტივების მართვა, რომელიც ოთხი წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და სამ საკრედიტო ფონდს მართავს. კომპანიის ჯამურმა აქტივებმა უკვე 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ივნისის ბოლოს კი ეს მაჩვენებელი 60 მილიონ აშშ დოლარამდე იყო. მოკლე ვადაში დაფიქსირებული მკვეთრი ზრდა, ნათლად აჩვენებს, რომ სექტორი დინამიკურად ვითარდება. საინვესტიციო ტენდენციებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე თიბისი აქტივების მართვის დირექტორი ანა კვარაცხელია საუბრობს.