რატომ თიბისი აქტივების მართვა

ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ მაღალი შემოსავალი ჩვენი მომხმარებლებისთვის და შევთავაზოთ მათ ალტერნატიული საინვესტიციო შესაძლებლობები. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, მოვერგოთ ინვესტორთა საჭიროებებს, მეორე მხრივ კი, მივაღწიოთ საუკეთესო შედეგებს დივერსიფიცირებული რისკების მეშვეობით.

კერძო საკრედიტო შესაძლებლობები

თიბისი აქტივების მართვის კერძო საკრედიტო ფონდი შექმნილია, რათა უზრუნველყოს მდგრადი შემოსავალი დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის მეშვეობით -  კონკრეტულად, ქართული ბანკების (ამჟამად - სს „თიბისი ბანკი“) კორპორატიულ პორტფელებში არსებულ  სესხებში ინვესტირების გზით. მაღალი ხარისხის საკრედიტო შესაძლებლობებზე ფოკუსირებით, რომელიც ამჟამად ხორციელდება თიბისი ბანკის დროში გამოცდილი სესხების გენერაციის სისტემის მეშვეობით, ინვესტორებს ვთავაზობთ მიმზიდველ ალტერნატივას ტრადიციულ, ფიქსირებული შემოსავლის მქონე, ინსტრუმენტებთან შედარებით.

საბანკო და კორპორატიული დაკრედიტების სექტორი საქართველოში

მდგრადი ისტორია: 20+ წლის განმავლობაში ქართულმა საბანკო სექტორმა, რომელიც ბაზელის III კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოს შესაბამისად ოპერირებს, მდგრადობა და ზრდა აჩვენა;

ძლიერი კაპიტალის ბაზა: ქართული საბანკო სისტემა მუდმივად ინარჩუნებს კაპიტალის დონეს, რომელიც აღემატება მარეგულირებლის მოთხოვნებს, რაც უზრუნველყოფს დაკრედიტების პრაქტიკის სტაბილურობასა და საიმედოობას.

საბანკო დაკრედიტების მაღალი და უმოქმედო სესხების დაბალი დონე: ქართული საბანკო სისტემა, უმეტეს ქვეყნებთან შედარებით, ინარჩუნებს უმოქმედო სესხების (NPL) დაბალ დონეს, რაც მიუთითებს საკრედიტო რისკის ჯანსაღ მართვაზე.

კორპორატიული სესხების პორტფელის ზრდა საქართველოში: ბოლო 7 წლის განმავლობაში კორპორატიული სესხები დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა, წლიურად 16%-იანი მატებით აშშ დოლარში. შედეგად, პორტფელის ზომამ, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 7.54 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

კორპორატიული სესხების პორტფელის ზრდა საქართველოში, მლნ აშშ დოლარში

ბანკის უმოქმედო სესხები/მთლიანი სესხების მოცულობაზე (%), საქართველო VS. ცალკეული ქვეყნები

 თიბისი ბანკის საკრედიტო გამოცდილების გამოყენება

თიბისი აქტივების მართვა სარგებლობს საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის, თიბისი ბანკის, საკრედიტო ექსპერტიზით.

სინდიცირება თიბისი ბანკთან: კერძო საკრედიტო ფონდის სესხების 100% სინდიცირებულია სს თიბისი ბანკთან.

ბაზრის სიღრმისეული ცოდნა: თიბისი ბანკის ექსკლუზიური ანალიტიკური შესაძლებლობები და სესხების გაცემის დამკვიდრებული პრაქტიკა ზრდის ჩვენს უნარს, სწორად  შევაფასოთ ღირებულება საკრედიტო ბაზარზე .

სესხების მართვა: სინდიცირების შემდეგ თიბისი ბანკი აქტიურად მონაწილეობას სესხის მართვის პროცესში და უზრუნველყოფს დასაფარი თანხის დროულ შეგროვებას, რაც მოგვიანებით ფონდსა და ბანკს შორის პროპორციულად ნაწილდება.

ინტერესთა თანხვედრა: ერთ მსესხებელზე სინდიცირების შესაბამისი ლიმიტით, თიბისი ბანკი ინარჩუნებს მნიშვნელოვან წილს მსესხებლის სესხებში, რაც დამატებით უზრუნველყოფს ეფექტურ ადმინისტრირებას.

როგორ მუშაობს ჩვენი ფონდი:

კერძო საკრედიტო ფონდი გთავაზობთ ტრადიციული ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინვესტიციების კარგად დივერსიფიცირებულ და უზრუნველყოფილ ალტერნატივას. თიბისი ბანკის საკრედიტო ექსპერტიზის გამოყენებით, ჩვენ გაწვდით დაბალანსებული რისკისა და მაღალი შემოსავლის პორტფელებს.

კერძო საკრედიტო ინვესტიციისა და ტრადიციული ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტის შედარება

კერძო საკრედიტო ინვესტიციები - ეს არის ტრადიციული ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტების მიმზიდველი ალტერნატივა, რომელიც გთავაზობთ რისკებთან მიმართებით მაღალ მოგებას.

კერძო საკრედიტო ინვესტიციის მახასიათებლები

რისკზე მორგებული მაღალი შემოსავალი: ისტორიულად, კერძო კრედიტს აქვს შედარებით მაღალი მოგება, ვიდრე სხვა ტრადიციული ფიქსირებული შემოსავლის მქონე აქტივებს გაუმჯობესებულ  ინვესტორთა დაცვის მექანიზმებთან ერთად.

უზრუნველყოფილი სესხები: ინვესტიციები გადაზღვეულია უზრუნველყოფით, რაც მას კიდევ უფრო დაცულს ხდის.

ინვესტორთა დაცვის მაღალი სტანდარტები: ფონდის ინვესტორებს და თიბისი ბანკს აქვთ Pari Passu უფლებები, რაც ფონდს აძლევს უფლებას, რიგ შემთხვევებში ისარგებლოს სესხის უკან დაბრუნების შესაძლებლობით.

ცვლადი განაკვეთის მქონე ინსტრუმენტები: სესხები სტრუქტურირებულია ცვლადი საპროცენტო განაკვეთებით, რაც უზრუნველყოფს ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთის არასტაბილურობისგან დაცვას.

დივერსიფიკაცია: დივერსიფიკაცია სხვადასხვა ინდუსტრიასა და მსესხებელში ამცირებს კონცენტრაციის რისკს.

რეგულარული ფულადი ნაკადები: ინვესტორები სარგებლობენ დივიდენდის რეგულარული განაწილებით (კვარტალური/ნახევარ წლიური), რაც უზრუნველყოფს პროგნოზირებად შემოსავალს.

ნახევრად ლიკვიდური სტრუქტურა: საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებთან შედარებით შეზღუდული ლიკვიდურობის მიუხედავად, ფონდი გთავაზობთ, ნახევარწლიან გამოსყიდვას, კვარტალურ ფუთ ოფციონებს და მეორადი ბაზრის ტრანზაქციებს

შენიშვნა:

ფონდის ერთეულების მფლობელებს („ერთეულების მფლობელები“) არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ შეძლებენ საკუთარი ერთეულების გაყიდვას მეორად ბაზარზე, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შედეგები ექნება ფონდს. ამჟამად ფონდი არ გეგმავს, დალისტოს თავისი ერთეულები რომელიმე საფონდო ბირჟაზე და ვერ იძლევა გარანტიას, რომ მათთვის მეორადი ბაზარი იარსებებს.

სხვადასხვა დაზოგვის ინსტრუმენტების და მაჩვენებლების სარგებლიანობა აშშ დოლარი

შენიშვნები:

საცხოვრებელი ფართის ქირის შემოსავლიანობა: საშუალო გაწლიურებული ქირის შემოსავლიანობა ბოლო 12 თვის განმავლობაში (2024 წლის აპრილი - 2025 წლის მარტი). საორიენტაციო განაკვეთები ეფუძნება გამოქვეყნებულ საბაზრო მონაცემებს და არ წარმოადგენს დროში შეწონილ საინვესტიციო შემოსავლს.

წყარო: თიბისი კაპიტალის კვლევები

TBC-ის კერძო კრედიტი: DCP 1, 2 და 3-ის აქტივებით შეწონილი საშუალო შემოსავლიანობა, დაფუძნებულია DCP 1-ის ბოლო 12 თვის მონაცემებზე (2024 წლის აპრილი - 2025 წლის მარტი); ხოლო DCP 2 და 3-ის - დაარსების დღიდან გაწლიურებულ შემოსავლიანობაზე. თითოეული ფონდის შემოსავლიანობა გამოითვლება, როგორც წმინდა, დროში შეწონილი შემოსავლიანობის მაჩვენებელი (TWR), რომელიც დაფუძნებულია აქტივების ყოველთვიურ წმინდა ღირებულებაზე, მენჯმენტის საკომისიოს გამოკლებით. შემოსავლიანობა ასახავს გადასახადებამდე არსებულ შესრულებას, ფულადი ნაკადების (დივიდენდების) ჩათვლით, თუმცა არ მოიცავს ფონდის დონეზე გადასახადებს - დივიდენდზე ან კაპიტალის მოგებაზე (5%-მდე).

წყარო: თიბისი აქტივების მართვა

ადგილობრივი ობლიგაციები საქართველოში: 2025 წლის მარტის მდგომარეობით, ადგილობრივ ბაზარზე აშშ დოლარში დენომინირებული კორპორატიული ობლიგაციების გამოშვების საილუსტრაციო კუპონის დიაპაზონი (მინიმუმ-მაქს). ეს მონაცემები ასახავს გამოშვების დროს არსებულ ინდიკატორულ შემოსავლიანობას და არა არარეალიზებულ შედეგებს ან დროში შეწონილ შემოსავლიანობას.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

დეპოზიტები საქართველოში: დეპოზიტების წლიური განაკვეთები - ბოლო 12 თვის საშუალო მაჩვენებელი ადგილობრივ ვალუტაში, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით. ეს არის საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთები, რომელიც არ მიუთითებს ინვესტიციის ეფექტიანობაზე.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

აშშ დოლარის ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთი: აშშ დოლარის ფედერალური ფონდების სამიზნე განაკვეთის ბოლო 12 თვის საშუალო, 2025 წლის მარტის მდგომარეობით ყოველთვიური დაკვირვებების საფუძველზე. მონაცემები წარმოადგენს პოლიტიკის განაკვეთს და არა ინვესტიციების შემოსავალს.

წყარო: Federal Reserve Bank of St. Louis (FRED)

შენიშვნა:

ნებისმიერი ინვესტიცია უკავშირდება რისკებს, მათ შორის კაპიტალის დაკარგვის შესაძლებლობას.

წინამდებარე ვებსაიტზე გამოქვეყნებული არაფერი არ უნდა განიმარტოს, როგორც (ა) თიბისი აქტივების მართვასა და კლიენტს შორის რაიმე ტიპის ურთიერთობის შექმნა, (ბ) დაპირება მომსახურებაზე/პროდუქტზე ან (გ) თიბისი აქტივების მართვასთან სახელშეკრულებო ურთიერთობების რაიმე საფუძველი.

წინამდებარე ვებსაიტი და მასში მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო ან/და მარკეტინგული მიზნებისთვის. არაფერი ამ ვებსაიტზე განთავსებული არ წარმოადგენს რჩევას (მათ შორის, საინვესტიციო, ბიზნეს, სამართლებრივი, მარეგულირებელი ან/და საგადასახადო რჩევები), რეკომენდაციას, სავაჭრო იდეას ან ნებისმიერი სხვა სახის წახალისებას ნებისმიერი გარიგების დადების ან ინვესტიციის შესახებ. ეს ვებსაიტი შეიცავს ზოგად ინფორმაციას საინვესტიციო საკითხებთან დაკავშირებით და არ უნდა მოხდეს მასზე დაყრდნობა, როგროც პროფესიულ რჩევაზე, რეკომენდაციაზე, პროგნოზზე ან კვლევაზე.

წარსული შედეგები არ უზრუნველყოფს მომავალი შემოსავლის ან მოგების გარანტიას. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციის განხორციელებამდე ყურადღებით შეაფასოთ შესაბამისი ფონდის მიზნები, რისკები და საკომისიოები. ფონდის პროსპექტუსი შეიცავს სრულ ინფორმაციას, მათ შორის დაკავშირებული რისკების შესახებ, შესაბამისად, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ დოკუმენტს შესაბამისი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ამჟამად, ჩვენს მიერ მართული ფონდები ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და მხოლოდ გათვითცნობიერებული ინვესტორებისთვის. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გათვითცნობიერებული ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად ფიზიკური პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: (i) იყოს ფინანსური ინსტიტუტის მმართველი ორგანოს წევრი (მათ შორის დირექტორი), საბროკერო, სავაჭრო და/ან საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან მოადგილე, ან თანამშრომელი, რომელსაც აქვს უფლება დამოუკიდებლად განახორციელოს ტრანზაქციები; (ii) აქვს 3 მილიონ ლარზე მეტი დადასტურებული ქონება ან ბოლო სამი წლის განმავლობაში წლიური შემოსავალი მინიმუმ 200,000 ლარის ოდენობით; (iii) აკმაყოფილებდეს სულ მცირე შემდეგ ორ პირობას მაინც: (ა) ბოლო ოთხი კვარტალის განმავლობაში ჰქონდეს განხორციელებული მინიმუმ 10 ტრანზაქცია 200,000 ლარზე მეტი მოცულობით (კვარტალში); (ბ) ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური ინსტრუმენტების, მათ შორის საბანკო დეპოზიტების, პორტფელის ღირებულება, უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს; (გ) უნდა გააჩნდეს ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება, რომელიც მოითხოვს ფინანსური ინსტრუმენტებსა და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საფუძვლიან ცოდნას. იურიდიული პირის შემთხვევაში უნდა კმაყოფილდებოდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე ერთი: (i) წარმოადგენდეს ფინანსურ ინსტიტუტს, მათ შორის  უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ლიცენზირებულს/რეგულირებულს, ან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს; (ii) საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების  მიხედვით, კაპიტალის ოდენობა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს; (iii) წარმოადგენდეს საქართველოს ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს, ავტონომიური რესპუბლიკას ან მუნიციპალიტეტს, მათ შორის სახელმწიფო ვალის მართვაზე უფლებამოსილ ორგანოს და ცენტრალური ბანკს; (iv) მოქმედებდეს საპენსიო სქემის სახელით ან მის სასარგებლოდ. გარდა ამისა, ინვესტორი შეიძლება ჩაითვალოს გათვიცნობიერებულად, თუკი ამგვარად მიჩნეულია  ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის მიერ და აღნიშნულ შუამავალს სტატუსი მიღებული აქვს განვითარებულ ქვეყანაში, საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანება №16/01-ის შესაბამისად, დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენით.

დამატებითი დეტალები მოცემულია თითოეული ფონდის ნაწილში, შესაბამისი ინფორმაციის გაცნობისას.