დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი
ძირითადი ფაქტები
ფონდის მიზანი
უზრუნველყოს მდგრადი შემოსავალი დივერსიფიცირებული პორტფელით
საინვესტიციო სტრატეგია
ინვესტირება ძირითადად ხდება საქართველოში არსებულ ბანკებში - უზრუნველყოფილ კორპორატიულ სესხებსა (მინიმუმ 80%) და ლიკვიდურ აქტივებში(20%-მდე)
საინვესტიციო ლიმიტები
ინდუსტრიის ლიმიტი - 30%-მდე; ინდივიდუალური მსესხებლის ლიმიტი - მაქს. 20%; მსესხებლის ჯგუფის ლიმიტი - მაქს. 30%; სინდიცირების ლიმიტი - კომპანიის ვალდებულების მაქს. 35%
სტატისტიკა

მნიშვნელოვანი შენიშვნა:
ყველა ინვესტიცია შეიცავს რისკს, მათ შორის ძირი თანხის დაკარგვის რისკსაც. ინვესტორებმა, შესაძლოა, მიიღონ მნიშვნელოვანი დანაკარგები.
მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციის განხორციელებამდე ინვესტორებმა ყურადღებით შეაფასონ ფონდის მიზნები, რისკები და საკომისიოები. პროსპექტუსი შეიცავს სრულ ინფორმაციას, მათ შორის დაკავშირებული რისკების შესახებ, შესაბამისად, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ დოკუმენტს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ფონდის შედეგები დათვლილია წარსულ მონაცემებზე დაყრდნობით და არ ასახავს მომავალ შედეგებს. მიმდინარე შედეგები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს და იყოს უფრო დაბალი ან მაღალი.
ფონდის შედეგები, შესაძლოა, მოიცავდეს არააუდირებულ მიმდინარე და საპროგნოზო ფინანსურ მონაცემებს, თუ თვის შედეგებში სხვანაირად არ არის მითითებული.
არ არსებობს გარანტია, რომ: დივიდენდის განაწილება შენარჩუნდება იმავე მაჩვენებელზე; რომ მოგება გამომუშავდება ან საერთოდ, დივიდენდი განაწილდება.
წმინდა მიმდინარე სარგებელი დაბეგვრამდე (Pretax Net Dividend Yield), ასახავს ბოლო დივიდენდის განაწილების შემდეგ, გაწლიურებულ წმინდა სარგებელს, მენეჯმენტის და სამოტივაციო საკომისიოების შემდეგ, დივიდენდის/კაპიტალური დანახარჯების გადასახადებამდე (5%-მდე). წმინდა მიმდინარე სარგებელი გამოითვლება, როგორც პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად მიღებული შემოსავალი, გაყოფილი აქციების საბალანსო ღირებულებაზე, რაც იდენტურია ერთეულ აქციაზე NAV-ის პროცენტული ცვლილების - გაწლიურებული მონაცემებით.
წინამდებარე შეთავაზება ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და მხოლოდ გათვიცნობიერებული ინვესტორებისთვის. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გათვიცნობიერებული ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად ფიზიკური პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: (i) იყოს ფინანსური ინსტიტუტის მმართველი ორგანოს წევრი (მათ შორის დირექტორი), საბროკერო, სავაჭრო და/ან საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან მოადგილე, ან თანამშრომელი, რომელსაც აქვს უფლება დამოუკიდებლად განახორციელოს ტრანზაქციები; (ii) აქვს 3 მილიონ ლარზე მეტი დადასტურებული ქონება ან ბოლო სამი წლის განმავლობაში წლიური შემოსავალი მინიმუმ 200,000 ლარის ოდენობით; (iii) აკმაყოფილებდეს სულ მცირე შემდეგ ორ პირობას მაინც: (ა) ბოლო ოთხი კვარტალის განმავლობაში ჰქონდეს განხორციელებული მინიმუმ 10 ტრანზაქცია 200,000 ლარზე მეტი მოცულობით (კვარტალში); (ბ) ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური ინსტრუმენტების, მათ შორის საბანკო დეპოზიტების, პორტფელის ღირებულება, უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს; (გ) უნდა გააჩნდეს ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება, რომელიც მოითხოვს ფინანსური ინსტრუმენტებსა და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საფუძვლიან ცოდნას. იურიდიული პირის შემთხვევაში უნდა კმაყოფილდებოდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე ერთი: (i) წარმოადგენდეს ფინანსურ ინსტიტუტს, მათ შორის უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ლიცენზირებულს/რეგულირებულს, ან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს; (ii) საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მიხედვით, კაპიტალის ოდენობა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს; (iii) წარმოადგენდეს საქართველოს ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს, ავტონომიური რესპუბლიკას ან მუნიციპალიტეტს, მათ შორის სახელმწიფო ვალის მართვაზე უფლებამოსილ ორგანოს და ცენტრალური ბანკს; (iv) მოქმედებდეს საპენსიო სქემის სახელით ან მის სასარგებლოდ. გარდა ამისა, ინვესტორი შეიძლება ჩაითვალოს გათვიცნობიერებულად, თუკი ამგვარად მიჩნეულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის მიერ და აღნიშნულ შუამავალს სტატუსი მიღებული აქვს განვითარებულ ქვეყანაში, საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანება №16/01-ის შესაბამისად, დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენით.
გამოყენების ხელშეკრულება
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ფონდის შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ გათვიცნობიერებულ ინვესტორებზე.
თქვენ ადასტურებთ, რომ აკმაყოფილებთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ გათვიცნობიერებული ინვესტორის კრიტერიუმებს, კონკრეტულად ერთ ან რამდენიმე მოთხოვნას: (ა) თქვენ გაქვთ 3 მილიონ ლარზე მეტი დადასტურებული აქტივები ან 200,000 ლარზე მეტი წლიური შემოსავალი ბოლო სამი წლის განმავლობაში; (ბ) ხართ ფინანსური ინსტიტუტი; (გ) ხართ ფინანსური ინსტიტუტის დირექტორი; (დ) წარმოადგენთ იურიდიულ პირს, რომლის კაპიტალი აღემატება 1 მილიონ ლარს; (ე) წარმოადგენთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გათვიცნოებიერებულ ინვესტორად აღიარებულ პირს.